მთავრობამ სახელმწიფო კომპანიას კუმისის ტბაში სამკურნალო ტალახის მოპოვების 12-წლიანი ლიცენზია მისცა

მთავრობამ სახელმწიფო კომპანიას კუმისის ტბაში სამკურნალო ტალახის მოპოვების 12-წლიანი ლიცენზია მისცა

მთავრობამ სახელმწიფო კომპანიის შვილობილს კუმისის ტბაში სამკურნალო ტალახის მოპოვების ლიცენზია 12 წლით პირდაპირი წესით მისცა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 908-ე განკარგულებიდან ირკვევა.

დოკუმენტის მიხედვით, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო თანხმობას გასცემს კომპანია „წყალტუბოს თერმულ წყლებზე“ კუმისის ადმინისტრაციულ ერთეულში, კუმისის ტბაში, ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისთვის 300 ტონა სამკურნალო ტალახის მოპოვების ლიცენზიას 12 წლით – 2037 წლის 26 მაისამდე გასცემს.

ლიცენზიის მფლობელ კომპანიას კი ევალება ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 3 წლის ვადაში შეისწავლოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსი, გამოთვალოს სამკურნალო ტალახის მარაგები და უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა. მარაგების დამტკიცების შემდეგ კი საბადოს მარაგების სრული ათვისება უზრუნველყოს.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით „წყალტუბოს თერმული წყლები“ 2021 წელს არის რეგისტრირებული და მის 100%-იან წილს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია ფლობს. მისი დირექტორი შალვა ქასრაშვილია.

მსგავსი სიახლეები

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…
თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცა. დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო წლის…